კატალონიის “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენის” შეხვედრის თემა საფეხბურთო მოედანსა და სიტუაციას გასცდა. გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, გაბონში 18 წლის ბიჭმა, რომელის პსჟ-ს გულშემატკივარია, თავისი მეგობარი მოკლა.
როგორც ცნობილი ხდება, ორმა მეგობარმა ფეხბურთს ლიბერვილის ერთ-ერთ ბარში უყურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც “ბარსამ” ფრანგული გუნდი დაამარცხა, მეგობარი გაეხუმრა მის გულშემატკივარს.
ამ ფაქტმა 18 წლის მოზარდის გაღიზიანება გამოიწვია და საბოლოოდ, კონფლიქტი ფატალური შედეგით, მკვლელობით დასრულდა. როგორც ირკვევა, მკვლელობა დანით განხორციელდა. თავად ბრალდებულმა კი, დანაშაული უკვე აღიარა.