გაბონის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი უეფას გამოკითხვაში გულშემატკივრებმა კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებს. აფრიკელმა მოთამაშემ ხმების 31% მიიღო და 5%-ით გაასწრო "ბარსელონას" კაპიტანს ანდრეს ინიესტას.
"ბენფიკასთან" მოგებულ (4:0) ჩემპიონთა ლიგის მეორე საპასუხო შეხვედრაში ობამეიანგმა კარში 4-ჯერ დაარტყა და სამი გოლი გაიტანა. პიერ-ემერიკი გახდა მეხუთე აფრიკელი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. გამოკითხვაში მესამე პოზიციაზე სერხიო რამოსი (22%) გავიდა, ხოლო მეოთხეზე - არიენ რობენი (21%).