ძიუდო

15:43 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გიუნაშვილი რეპეშაჟის ფინალშია

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე 24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა გიუნაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. აზერბაიჯანის დედაქალაქში დღეს დაწყებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 2014 წლის ჩემპიონი რეპეშაჟის ფინალში მოლდოველ დენის ვიერუს დაეჭიდება. ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

დღესვე, აზერბაიჯანულ ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ასევე 66 კილოგრამში მოჭიდავე თორნიკე ნაგლიაშვილიც გავიდა, მაგრამ შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა, ებრაელ ტალ ფლიკერთან წაგებით.

0.10867