“ჰიუსტონ როკითსის” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანტირეკორდი დაამყარა. ჰარდენს ერთ სეზონში ყველაზე მეტი - 376 დაკარგვა აქვს, რაც ნბა-ს ყველა დროსი ანტირეკორდია. ჯეიმსმა თავისივე შედეგი “გააუმჯობესა” - გასულ სეზონში 374 თერნოვერი ჰქონდა.
მოქმედ კალათბურთელებს შორის ამ კომპონენტში მე-8 ადგილზე რასელ უესტბრუკია, რომელსაც მიმდინარე სეზონში 348 დაკარგვა აქვს.