ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლარს ლაგერბაკი, რომელმაც სახელი შვედეთის ნაკრებში წარმატებული მუშაობით გაითქვა, ხოლო ევრო 2016-ზე ისლანდიის ნაკრებს ედგა სათავაში, ფეხბურთს თეატრს უწოდებს. 68 წლის სპეციალისტის განცხადებით, ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი.
"ნამდვილად ვწუხვარ ფეხბურთის გამო – ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გადაწყვეტილია, იმდენად ყალბი გახდა ფეხბურთი. სუარესის პენალტი? ეს იყო დიდი მსახიობის მიერ წარმოდგენილი ნამდვილი თეატრი. არ მესმის რისთვის არიან კარის ხაზის მსაჯები თუ ასეთ ეპიზოდებს ვერ ხედავენ?!”, - აღნიშნა ლაგერბაკმა.
“ბარსელონასა” და პსჟ-ს დაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთი მხარის მოსაზრებით, კატალონელთა გამარჯვება დიდწილად, გერმანელი მსაჯის, დენიზ აიტეკინის უამრავმა შეცდომამ განაპირობა.