მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი რენატო სანჩესი მომდევნო სეზონშიც “ალიანს არენაზე” ითამაშებს.
როგორც იცით, 19 წლის მოთამაშე გერმანულ გრანდს გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა ჯერჯერობით ახალ კლუბში თავის დამკვიდრება უჭირს.
“რენატო მომდევნო სეზონშიც “ბაიერნში” ითამაშებს, ეს 100%-ით გარკვეულია. ჩვენ მას არც გავყიდით და არც გავანათხოვრებთ”, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
სანჩესმა მიმდინარე სეზონში 19 უგოლო შეხვედრა ჩაატარა. პორტუგალიელს “ბაიერნთან” მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.