კალათბურთი

0:00 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილის გუნდმა მორიგი შეხვედრა მოიგო

კალათბურთში რუსეთის პრემიერლიგის მონაწილე ,,ნოვოსიბირსკმა’’, რომლის რიგებშიც ქართველი მძიმე ფორვარდი აკაკი დვალიშვილი თამაშობს სტუმრად ეკატერინბურგის ,,ურალს’’ 72:68 მოუგო. დვალიშვილმა მოედანზე დაახლოებით ექვსი წუთი გაატარა და 2 ქულა დააგროვა. 22 ტურის შემდეგ 16 მოგებითა და 6 წაგებით ,,ნოვოსიბირსკი’’ მე-2 ადგილზე იმყოფება.

23-ე ტურში, რომელიც 14 მარტს ჩატარდება, ,,ნოვოსიბირსკი’’ იჟევსკის ,,როდნიკს’’ უმასპინძლებს.

0.120239