ფეხბურთი

17:38 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გაურკვევლობა მჭედლიძის ირგვლივ - ზურგის ტრავმიდან კუნთის დაზიანებამდე

რა ხდება ლევან მჭედლიძის თავს? – ქართველი ფორვარდი მოედანზე გასვლას უკვე ერთი თვეა ვერ ახერხებს და აქამდე “ემპოლი” ოფიციალურ მიზეზად ზურგის ტრავმას ასახელებდა. თუმცა, Calciomercato.com-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელს ახლა სხვა ტკივილები აწუხებს: როგორც წყარო გვატყობინებს, ლევანს ტოსკანელთა ბოლო ვარჯიში კუნთების დაზიანების გამო გაუცდა.

შესაბამისად, როგორც ირკვევა, მჭედლიძის დაბრუნება კიდევ გადაიდო. ამჟამად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ჩვენებური უახლოეს ტურში “კიევოსთან” შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

ლევან მჭედლიძემ ბოლოს ერთი თვის წინ, “ტორინოსთან” ითამაშა და იმის შემდგომ ლაზარეთშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118186