ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური სერიის განმეორებით შეხვედრაში “ნაპოლი” შინ “რეალთან” 1:3 დამარცხდა, მატჩისშემდგომ “სამეფო კლუბის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეორე ტაიმი მისმა გუნდმა დიდებულად ითამაშა.
“პირველ ტაიმში ჩვენ ძალიან გვიჭირდა, “რეალმა” თავიდანვე ვერ იპოვა თავის თამაში, “ნაპოლიმ” კი ინიციატივა ხელში აიღო, რითაც პირველ ტაიმში მეტოქემ ისარგებლა და გოლი გაგვიტანა. სულ მაღალ დონეზე ვერ ითამაშებ, მაგრამ მეორე ტაიმი დიდებული გამოგვივიდა. არ ვფიქრობ, რომ გაგვიმართლა, ფეხბურთში მსგავსი რამ არ არსებობს. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცეთ”- განაცხადა ზიდანმა.
“რეალმა” ორი მატჩის ჯამში “ნაპოლი” 5:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.