კალათბურთი

17:44 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ლეონარდი და უოკერი აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “სან ანტონიოს” ლიდერი კავაი ლეონარდი და აღმოსავლეთში “შარლოტ ჰორნეტსის” კალათბურთელი კემბა უოკერი დაასახელეს.

გასულ კვირას “სან ანტონიომ” სამივე შეხვედრა მოიგო, ლეონარდი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 32 ქულას, 9 მოხსნას, 4.3 პასს და 4 ჩაჭრას აკეთებდა.

კემბა უოკერი კი საშუალოდ ერთ მატჩში 27.7 ქულას, 6.3 პასს, 4.3 მოხსნას და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116473