კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი მიიჩნევს, რომ “ბლაუგრანას” რიგებში საუკეთესო სეზონს ატარებს. ამის შესახებ მან კლუბის ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა.
“ვფიქრობ, “ბარსელონაში” საუკეთესო სეზონი მაქვს – თამაში აშკარად გავაუმჯობესე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ძალიან ვწუხვარ, რომ იგი სეზონის ბოლოს დატოვებს. ჩვენთან სამი სეზონი გაატარა და გვჯერა მისი. ცხოვრებაში მას წარმატებებს ვუსურვებ”, - აღნიშნა ნეიმარმა.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ბრაზილიელი ფორვარდის მონაგარი ასეთია: 33 თამაში, 12 გოლი და 19 საგოლე გადაცემა.