ფეხბურთი

13:30 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რომელუ ლუკაკუ "ევერტონის" მატიანის ნაწილი გახდა

რომელუ ლუკაკუ “ევერტონის” ისტორიაში ჩაეწერა. ბელგიელი ფორვარდი ლივერპულელთა არსებობის განმავლობაში საუკეთესო გოლეადორი გახდა ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით.

24 წლის ლუკაკუს ამჟამად 61 გოლი აქვს “ევერტონის” რიგებში გატანილი (სარეკორდო გოლი მან “ტოტენჰემს” გუშინ გაუტანა) და ერთი ბურთით გადაასწრო ყოფილ ლიდერ დანკან ფერგიუსონს.

სხვათა შორის, მთლიანობაში რომელუს ანგარიშზე ინგლისის ჩემპიონატში 78 გოლია და 24 წლის ასაკში მასზე მეტი მხოლოდ სამ მოთამაშეს გაუტანია: მაიკლ ოუენს (110), რობი ფაულერს (106) და უეინ რუნის (86).

0.115512