ფეხბურთი

21:15 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე ლიგა 1-ის ისტორიაში

ფრანგული “მონაკოს” რიგებში გამორჩეულ სეზონს ატარებს კილიან მბაპე. ახალგაზრდა თავდამსხმელი საინტერესო რეკორდის მფლობელიც გახდა – საქმე ისაა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მბაპემ “ნანტის” კარი ორჯერ აიღო და მიმდინარე სეზონში 10 გატანილი გოლი დაუგროვდა.

იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლიგა 1-ში ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც ორნიშნა ციფრს უწია. მბაპე ამჟამად 18 წლის და 2 თვისაა.

სხვათა შორის, კილიან მბაპეს საფრანგეთში ახალ ტიერი ანრის ეძახიან – ლეგენდარულ თანამემამულეს იგი თამაშის სტილით და გარეგნობითაც გავს...

0.11802