ფეხბურთი

22:15 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გამორჩეულები

ირაკლი სიხარულიძემ მეშვიდე კლუბის მაისურით შესძლო დუბლის შესრულება: "დინამო" (თბილისი), "მეტალურგი", "დინამო" (ბათუმი), "ზესტაფონი", "სამტრედია", "სიონი" და ახლა "ლოკომოტივიც". ჰეთ-თრიქი ერთხელ "სამტრედიას" შემადგენლობაში მიითვალა, "გურიას" წინააღმდეგ (3:1).

როგორც იცით, სიხარულიძემ დღეს ბათუმის "დინამოს" ორი გოლი გაუტანა, "ლოკომ" კი 2:1 იმარჯვა.

"საბურთალოს" ნახევარმცველმა გიორგი კოხრეიძემ ბოლო წუთზე გატანილით მოაგებინა გუნდს ქუთაისის "ტორპედოსთან". სხვათა შორის, ეს კოხრეიძის მეოთხე გოლია უმაღლეს ლიგაში და აქედან სამი "ტორპედოს" კარში.

ტურის ყველაზე ლამაზი გოლი დავით რაჟამაშვილისაა. "სამტრედიას" ნახევარმცველმა ქობულეთის "შუქურას" შორიდან ზუსტად დაურტყა. სწორედ რაჟამაშვილი გახდა ეროვნული ლიგა1-ის პირველი გოლის ავტორი.

თბილისური კლუბებისთვის იღბლიანად დაიწყო ჩემპიონატი. ტურში ორი მატჩი ფრედ დასრულდა, სამში კი თბილისელებმა მოიგეს: "ლოკომოტივმა", "დინამომ" და "საბურთალომ". მეორე ტურში ეს ვეღარ გაგრძელდება, რადგან "ლოკო" და "დინამო" ერთმანეთს შეხვდებიან.

0.117198