ჩოგბურთი

12:13 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარეიმ სეზონის პირველი ტიტული მოიგო

შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა და მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ დუბაის ჩემპიონატის ფინალში ფერნანდო ვერდასკო იოლად 6:3, 6:2 დაამარცხა და კარიერაში ATP-ის 45-ე ტურნირი მოიგო.

მიმდინარე სეზონში მარეისთვის აღნიშნული ტიტული პირველია. ენდიმ 500-ქულიანი ტურნირი ზედიზედ მეოთხედ მოიგო და ჯამში 19 გამარჯვება დაუგროვდა. ურთიერთშეხვედრებში კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ვერდასკოს უკვე 13:1-ს უგებს.

ესპანელი ცდილობდა კარიერაში მერვე ჩემპიონატი მოეგო, თუმცა 22-ე ფინალში უშანსოდ დამარცხდა, შედეგად კი 256, 565 დოლარი და 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. განახლებულ რეიტინგში ესპანელი 30 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის იქნება. მარეიმ პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა და 500 ქულასთან ერთად 523, 330 დოლარი მიიღო.

აღნიშნული ტურნირის შემდეგ ჩოგბურთელები ინდიანა უელსის და მაიამის მასტერსებზე იასპარეზებენ. შოტლანდიელი ორივე ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი. 1000-ქულიან ტურნირებზე საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს.

0.114844