ფეხბურთი

15:10 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"განსაკუთრებული" ფორმაშია: რატომ ვერ გაიტანა ზლატანმა პენალტი...

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ჩვეულ ფორმაშია – “განსაკუთრებულმა” “ბორნმუთთან” შეხვედრის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაცუდებულ თერთმეტმეტრიანზე ირონიულად ისაუბრა:

“არ მკითხვათ იბრაჰიმოვიჩმა პენლატი რატომ ვერ გაიტანა? – იმიტომ, რომ ამ კომპონენტში 4 თვეა არ გვივარჯიშია, რადგან თერთმეტმეტრიანებს მსაჯები არასდროს გვინიშნავენ. ამიტომაც, გასატანად მზად არ ვიყავით”, - იხუმრა მოურინიომ.

“მანჩესტერმა” “ბორნმუთს” ვერ მოუგო (1:1), ხოლო 70-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პენალტი ვერ გაიტანა – მას არტურ ბორუცმა აჯობა.

0.113529