კალათბურთი

11:13 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის მორიგი სუპერმატჩი ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ლიგა ენდესას XXIII ტურში ქართველების, ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორამ” საკუთარ მოედანზე მძიმე ბრძოლაში გათამაშების აუსტაიდერი “მანრესა” დაამარცხა – 85:77.

უკვე აღარ გვიკვირს, რომ “ანდორას” რიგებში გიორგი შერმადინი იყო საუკეთესო – ქართველმა ცენტრმა თავის გუნდს ამჯერადაც ულიდერა და რომ არა ის, ნაკლებ სავარაუდოა “ანდორას” მოეგო.

შერმადინი ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 31 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში გიორგიმ 20 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება გაახერხა. შერმადინი მოედანზე ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახლდათ და მარგი ქმედების კოეფიციენტიც საუკეთესო ჰქონდა – 29.

გიორგიმ 10-და 7 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო სტყორცნები უშეცდემოდ ისროლა – ექვსიდან ექვსი.

რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს - ბექასაც მსუყე სათამაშო დრო დაეთმო (28 წუთი) და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 5 ქულა (ორქულიანი ორიდან ერთი, სამქულიანი ერთიდან 0 და საჯარიმო ხუთიდან სამი), 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

“მორაბანკ ანდორას” ლიგა ენდესაში 21 ჩატარებული მატჩის შემდეგ 11 მოგებითა და 10 წაგებით მერვე ადგილი უკავია.

0.115881