საქართველოს ნაკრებისა და “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე ისევ იუქმებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ლევანი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და თავს წინა დღეებთან შედარებით უკეთ გრძნობს, მაგრამ მისი თამაში სერია A-ს დამდეგ ტურში, “ჯენოას” წინააღმდეგ თითქმის გამორიცხულია.
ჯოვანი მარტუშიელო არ აპირებს რისკზე წასვლას და მჭედლიძის განაცხადში შეყვანას. როგორც აპენინელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, ქართველი მოედანზე დამდეგ კვირაში დანამდვილებით უნდა დაუბრუნდეს.
ლევანმა ტრავმა თებერვლის დასაწყისში “ტორინოსთან” მატჩში მიიღო, კერძოდ, ზურგის დაზინება. თავდაპირველი ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არ უნდა ყოფილიყო, თუმცა აგერ ერთი თვე გავიდა და მჭედლიძე ვერ გამოჯანმრთელდა.
არადა, ჩვენებური მშვენიერ ფორმაში იყო და გოლებსაც ხშირად იტანდა. მიმდინარე სეზონში ლევან მჭედლიძის ანგარიშზე 12 შეხვედრაში გატანილი 5 გოლია.