“ნაპოლის” ნახევარმცველმა ალანმა ტრავმა მოიშუშა და სერია ა-ს 27-ე ტურის მატჩში თამაშს მოახერხებს.
26 წლის ფეხბურთელს კუნთი აწუხებდა და ამის გამო, გასულ ტურში “ატალანტასთან” წაგებულ (0:2) მატჩში ვერ ითამაშა.
ალანმა მიმდინარე სეზონში ნეაპოლიტანური კლუბის მაისური 30-ჯერ მოირგო და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში “ნაპოლი” გასვლაზე “რომას” დაუპირისპირდება. შეხვედრა შაბათს საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.