“ნაპოლი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველის დევი კლაასენის დამატებას შეეცდება – იუწყება გამოცემა Football Italia.
აღნიშნული წყაროს ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა კლაასენთან დაკავშირებით “აიაქსთან” მოლაპარაკებას აწარმოებს. ნეაპოლიტანელებს ჰოლანდიელი მოთამაშის გაფორმება გასულ ზაფხულსაც სურდათ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
24 წლის ფეხბურთელს “აიაქსთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და თრანსფერმარკტ–ი მის სატრანსფერო ღირებულებად 15 მილიონ ევროს ასახელებს. მან მიმდინარე სეზონში 34 შეხვედრა ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.