ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პარიზის გრან სლემისა და დიუსელდორფის გრან პრის შედეგების გათვალისწინებით, მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრების წევრთათვის ახალი სია წინა წლების მაჩვენებლებისგან განსხვავებით, ნაკლებად შთამბეჭდავია, თუმცა საგანგაშოც არაფერია, რადგან გუნდი ახალ ოლიმპიურ ციკლში ახლებურად კომპლექტდება და სარეიტინგო მარათონი ამ ეტაპზე ნაკლებად სანერვიულო თემაა.
ირაკლი ცირეკიძის გუნდიდან საუკეთესო პირადი რეიტინგი ლაშა შავდათუაშვილს აქვს, რომელიც 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის მე-4 ნომერია. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) თავიანთ წონებში მე-5 ადგილებს იკავებენ.
პირველ ათეულშია ბექა ღვინიაშვილიც (მე-9), რომელმაც ხუთიოდ დღის წინ, დიუსელდორფის გრან პრის ჩემპიონობით 700 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანიც, ოღონდ იმ წონით კატეგორიებში, რომლებშიც ახლა უკვე აღარ ჭიდაობენ. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ორივემ ერთი წონით მაღლა გამოსვლა გადაწყვიტა და ახლა ჭრიკიშვილი 90 კილოგრამში ცდილობს ფეხის მოკიდებას, ხოლო ლიპარტელიანი – 100-ში.
მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების წევრების მაჩვენებელი საამაყო ნამდვილად ვერაა. ლევან მატიაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა სეზონი წარუმატებლად დაიწყეს და ოცეულის ფსკერზე ჩაინაცვლეს.
აქვე შვიდივე წონითი კატეგორიის მოწინავე ხუთეულები და მსოფლიოს რეიტინგში მყოფი ყველა ქართველი ძიუდოისტის პირადი მაჩვენებელი.
ძიუდო
მსოფლიოს რეიტინგი
მამაკაცები
60 კგ
1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) 2550
2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) 2224
3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) 1966
4 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) 1940
5 ამირან პაპინაშვილი 1924
44 ლუხუმ ჩხვიმიანი 460
122 ირაკლი კუპატაძე 60
130 რობინზონ ბეგლარაშვილი 52
192 გიორგი ბროლაშვილი 19
226 ილია შუბითიძე 6
66 კგ
1 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა) 2600
2 ჰიფუმი აბე (იაპონია) 2240
3 ალტანსუხ დოვდონი (მონღოლეთი) 1752
4 ფაბიო ბასილე (იტალია) 1722
5 ვაჟა მარგველაშვილი 1716
132 ბექა შავდათუაშვილი 74
134 გელა კელიხაშვილი 70
149 თორნიკე თათარაშვილი 52
182 ტრისტან ფეიქრიშვილი 34
195 თორნიკე ნაგლიაშვილი 26
201 გიორგი გუგულაშვილი 24
214 მინდია ლილუაშვილი 21
268 შალვა ქარდავა 8
268 ლაშა გიუნაშვილი 8
73 კგ
1 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) 3130
2 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) 2931
3 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა) 2140
4 ლაშა შავდათუაშვილი 2131
5 დენის იარცევი (რუსეთი) 1769
10 ნუგზარ ტატალაშვილი 1174
96 გიორგი კაციაშვილი 150
134 თენგიზ პაპოშვილი 80
138 ფრიდონ გიგანი 78
184 ანზორ ხმიადაშვილი 40
243 ზვიად კაპანაძე 18
247 გიგა გიგაური 16
247 ომარ ნიაზაშვილი 16
81 კგ
1 ტაკანორი ნაგასე (იაპონია) 2300
2 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი) 2042
3 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი) 2000
4 ტრევის სტივენსი (აშშ) 1834
5 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია) 1744
11 ავთანდილ ჭრიკიშვილი 1370
18 ზებედა რეხვიაშვილი 814
54 უშანგი მარგიანი 400
73 ამბაკო ავალიანი 263
82 ლევან გუგავა 218
89 თამაზ კირაკოზაშვილი 196
91 გიორგი პაპუნაშვილი 186
131 ნუგზარ ტატალაშვილი 84
144 კობა მჭედლიშვილი 66
300 ლაშა ზურაბიანი 3
90 კგ
1 მაშუ ბეიკერი (იაპონია) 2630
2 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი) 2178
3 მარკუს ნიმანი (შვედეთი) 2161
4 ქსუნჟაო ჩენგი (ჩინეთი) 2008
5 დონგან გვაკი (სამხრეთ კორეა) 2000
9 ვარლამ ლიპარტელიანი 1741
10 ბექა ღვინიაშვილი 1690
116 ნოდარ ბერიანი 76
118 თორნიკე ჯუღელი 72
128 უშანგი მარგიანი 62
131 ზვიად გოგოჭური 61
151 ონისე სანებლიძე 36
182 ავთანდილ ჭრიკიშვილი 16
223 პაატა ღვინიაშვილი 6
100 კგ
1 სირილ მარე (საფრანგეთი) 2593
2 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი) 2352
3 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 2012
4 მიხაელ კორელი (ჰოლანდია) 1830
5 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია) 1702
9 ბექა ღვინიაშვილი 1297
37 ვარლამ ლიპარტელიანი 500
41 ლაშა ტაველური 435
80 ალექსანდრე მსხალაძე 136
88 ალექსანდრე ზაალიშვილი 116
110 გურამ თუშიშვილი 68
145 რეზო წულუკიძე 36
176 ჯაბა მუმლაძე 12
200 გიორგი ქავთარაძე 6
211 დავით ოზბეთელაშვილი 2
211 ლაშა გურული 2
242 იასონ ნემსაძე 1
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2800
2 ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია) 2370
3 დანიელ ნატეა (რუმინეთი) 2070
4 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია) 1950
5 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 1880
17 ლევან მატიაშვილი 1006
20 ადამ ოქრუაშვილი 905
49 გურამ თუშიშვილი 360
67 ონისე ბუღაძე 180
148 გიორგი ლაზუაშვილი 10
156 გიორგი ზაქარიაძე 6
176 გურამ ქოსმენაშვილი 2
176 ამბროსი კონკროშვილი 2
189 გუგა კიბორძალიძე 1
189 გიორგი ბოლოთაშვილი 1