ჩოგბურთი

11:34 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია დუბაიში, ფედერერი დამარცხდა

დუბაის ტურნირის 1/8-ფინალში დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სენსაციურად, რეიტინგის 116-ე ნომერთან, რუს ევგენი დონსკოისთან 6:3, 6:7, 6:7 დამარცხდა.

პირველ სეტში როჯერმა მარტივად იმარჯვა. მეორე პარტიაში ვერც ერთმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შესრულება ვერ მოახერა და სეტის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ფედერერი 5:2-ს იგებდა და შემდეგ სამი მატჩ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა რუსმა სამივე გადაარჩინა და ევგენიმ საბოლოოდ 9:7 მოიგო.

გადამწყვეტ მესამე სეტში ყველაფერი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც როჯერმა დამაჯერებლად დაიწყო და 5:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, დონსკოიმ ზედიზედ 6 ქულა მოიგო და როჯერმა ვერც ერთი, რუსმა ტაი-ბრეიკი 7:5 მოიგო და კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

0.120059