კატალონიის “ბარსელონას” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკე დატოვებს. ამის შესახებ 46 წლის სპეციალისტმა თავად განაცხადა ხიხონის “სპორტინგთან” (6:1) მოგებული მატჩის შემდეგ.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში აღარ ვიქნები – დასვენება მჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი”, - თქვა ლუის ენრიკემ.
ლუის ენრიკემ “ბარსელონა” 2014 წლის ივლისში ჩაიბარა. ორ-ორჯერ მოიგო ლა ლიგა და ესპანეთის თასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი.