“აკაპულკოს” ტურნირის 1/16-ფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა გერმანელი მიშა ზვერევი 6:4, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. რაფაელმა ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა.
ნადალი “აკაპულკოს” ტურნირის მერვედფინალში იტალიელ პაულო ლორენცის შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში რაფა 3:0-ს იგებს.