ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ახალ შემოთავაზებებს ელოდება და ისევ ინგლისიდან. ამის შესახებ თავად გამოცდილი სპეციალისტის აგენტმა სტივ კანტერმა განაცხადა.
“უკვე გვაქვს წინადადებები იტალიიდან და ჩინეთიდან, მაგრამ კლაუდიოს ახალი სამუშაო ისევ ინგლისის პრემიერლიგაში სურს”, - უთხრა კანტერმა Talksports-ს.
შეგახსენებთ, კლაუდიო რანიერი “ლესტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოთხი დღის წინ დაითხოვეს. 65 წლის იტალიელმა გასულ სეზონში “მელიებს” პრემიერლიგა მოაგებინა.