იტალიური “რომას” ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანს კარიერაში გამორჩეული პერიოდი უდგას და გოლს გოლზე იტანს. ეგ კი არა, ნაინგოლანმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ინტერის” კარი ორჯერ, ერთმანეთზე მოხდენილი გოლებით აიღო.
მიუხედავად ამისა, ბელგიის ეროვნულ ნაკრებში მის მიწვევას რობერტო მარტინესი არ გეგმავს. ამის შესახებ თავად გამოცდილმა სპეციალისტმა ისაუბრა:
“რაჯას ესპანეთთან ტაიმი დავუთმე, შემდეგ კვიპროსის ნაკრებთანაც ითამაშა. ბოსნიასთან და კვიპროსთან კი, ის არ გამოვიძახე, მიუხედავად ამისა, 10 გოლის გატანა შევძელით. ნაინგოლანი ამჟამად ბელგიის ნაკრებს არ სჭირდება, რადგან მის გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევა.
თუმცა, ჩვენი გუნდის კარი ყველასთვის ღიაა და მათ შორის, რაჯა ნაინგოლანისთვისაც”, - აღნიშნა მარტინესმა.
რაჯა ნაინგოლანს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 37 თამაშში 12 გოლი აქვს გატანილი.