"ლესტერმა" კლაუდიო რანიერის გათავისუფლებისთვის საკომპენსაციო თანხა გადაუხადა, რომლის ნახევარიც იტალიელმა მწვრთნელმა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა. ამის შესახებ ბრიტანული საიტები წერენ.
რაც შეეხება თანხის ოდენობას, რანიერის კომპენსაციის სახით 3 მილიონი ფუნტი მიუღია, ხოლო 1,5 მილიონი საქველმოქმედო ორგანიზაცია Foxes Foundation Charity-ს ჩაურიცხა.
როგორც იცით, რანიერიმ ფურორი მოახდინა, "ლესტერი" შარშან ინგლისის ჩემპიონობამდე მიიყვანა, ამ სეზონში კი გუნდს მკვეთრად გაუუარესდა შედეგები და "სევილიასთან" სტუმრად 1:2 წაგების შემდეგ,იტალიელი სპეციალისტი მოხსნეს.