ავსტრალიელი ცენტრი ენდრიუ ბოგუტი “კლივლენდ კავალიერსის” კალათბურთელია, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, “კლივლენდი” “დალასის” გამთამაშებლის დერონ უილიამსის გადაბირებასაც აპირებს.
ბოგუტი რამდენიმე დღის წინ “დალასმა” “ფილადელფიასთან” ნერლსან ნოელში გაცვალა.
ენდრიუ მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3 ქულას, 8 მოხსნას და 1.9 ბლოკ-შოტს აკეთებს.