ესპანელ შემტევ ნახევარმცველ ხუან მატას "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში უმთავრდება.
"კლუბში კიდევ ორი წელი დავრჩები, მაგრამ მინდა აქ თამაშის პროცესი დიდხანს გაგრძელდეს. აქ ბედნიერი ვარ და "მანჩესტერში" ყოფნის დროს უკვე მოვიგე ორი ტიტული და ახლა გვაქვს შანსი კიდევ ახალი ტურნირი მოვიგოთ. კლუბს დიდებული მხარდამჭერები ჰყავთ, რომლებიც მძიმე პერიოდშიც გვერდში გიდგანან. ვფიქრობ, მომავალ წლებში გულშემატკივრებს პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებით გავახარებთ." - ციტირებს ესპანელის სიტყვებს Mirror-ი.
მატა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 138 მატჩში 35 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ფეხბურთელის ანგარიშზე 34 შეხვედრაში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.