ფეხბურთი

11:41 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

8:0, 9:2, 6:0 - "ბაიერნი" - "ჰამბურგის" წესად ქცეული მდგომარეობა

დრო იყო “ჰამბურგი” არათუ გერმანიაში, არამედ ევროპაში საუკეთესო გუნდი იყო. თუმცა იმის შემდგომ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ახლა უკვე სხვა განზომილებაშია – ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

იმის დროც იყო, როდესაც ჰამბურგელები თვით მიუნხენის “ბაიერნს” ტოლს არ უდებდნენ, მაგრამ ბოლო დროს “რეკორდმაისტერის” სახელის გაგონებაც კი, წესით “ჰამბურგთან” დაკავშირებულ ყველა ადამიანს უნდა აფრთხობდეს.

გუშინ, ბუნდესლიგის მორიგ კალენდარულ მატჩში “ბაიერნმა” “ჰამბურგი” მიიღო და იმთავითვე ნათელი იყო, რომ კარგი დღე სტუმრებს არ დაადგებოდათ. ასეც მოხდა, მიუნხენელებმა 8:0 იმარჯვეს.

ასეთი არასაფეხბურთო ანგარიშებით წაგებას კი, “ჰამბურგი” ბოლო წლებში “ბაიერნთან” დაეჩვია. თავად განსაჯეთ, 2010-2011 წლიდან მოყოლებული “ბაიერნი” ჰამბურგთან” შემდეგი ანგარიშებით ახერხებს გამარჯვებას:

2010-2011 წლების სეზონი: “ბაიერნი” – “ჰამბურგი” 8:0

2011-2012: “ბაიერნი” – “ჰამბურგი” 5:0

2012-2013: “ბაიერნი” – “ჰამბურგი” 9:2

2013-2014: “ჰამბურგი” – “ბაიერნი” 1:4

2013-2014: “ჰამბურგი” – “ბაიერნი” 0:5

2014-2015: “ბაიერნი” – “ჰამბურგი” 8:0

2015-2016: “ბაიერნი” – “ჰამბურგი” 5:0

2016-2017: “ბაიერნი” – “ჰამბურგი” 8:0

0.115782