მსოფლიოს მეორე ჩოგანი, გერმანელი ანგელიკ კერბერი დუბაის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
კერბერმა მეოთხედფინალში ხორვატი ანა კონიუხი 6:3, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. ანგელიკმა ორივე სეტი მარტივად მოიგო.
ნახევარფინალში კერბერის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერი, უკრაინელი ელინა სვიტოლინა ინქება. თუ გერმანელი სვიტოლინას დაამარცხებს, კერბერი მსოფლიო რეიტინგში სერენა უილიამსს პირველ ადგილს წაართმევს.
კერბერისა და სვიტოლინას შეხვედრა 24 თებერვალს, თბილისის დროით 19 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში კერბერი სვიტოლინას 5:4-ს უგებს.