კალათბურთი

13:11 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონის სამმაგი დუბლი და კაზინსის წარმატებული დებიუტი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდმა” შინ “ნიუ იორკს” 119:104 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც “კავალერიამ” 35:18 მოიგო. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 18 ქულა, 15 პასი და 13 მოხსნა. “მეფისთვის” მიმდინარე სეზონში ეს მეექვსე, ხოლო კარიერაში 48-ე სამმაგი დუბლი გახლდათ. ამ მაჩვენებლით ლებრონი ნბა-ს ისტორიაში მეშვიდე ადგილზეა, მეექვსეზე 59 სამმაგი დუბლით ლარი ბერდია. “კლივლენდი” 40 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

“საკრამენტომ” საკუთარ დარბაზში “ჰიუსტონთან” 99:129 წააგო. ნიუორლეანელთა შემადგენლობაში კი დემარკუს კაზინსის წარმატებული დებიუტი შედგა. დემარკუსს ფივე-ბყ-ფივე-მდე მხოლოდ ერთი ბლოკ-შოტი დააკლდა - 27 ქულა, 14 მოხსნა, 5 პასი, 5 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა. ენტონი დევისს 29 ქულა ჰქონდა. დევისს და კაზინსს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და “პელიკანსი” დამარცხდა, “ჰიუსტონმა” კი გუნდური კალათბურთის ხარჯზე მოიგო. ტეხასელთა ექვსმა მოთამაშემ 10 და მეტი ქულა დააგროვა, მათ შორის 27 ქულით უილიამსი გამოირჩა. ჰარდენმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა და 14 პასი.

“ორლანდო” – “პორტლენდი” 103:112 (25:23, 30:23, 30:31, 18:35)

https://www.youtube.com/watch?v=5r4_CgPDbrI

“დეტროიტი” – “შარლოტი” 114:108 (23:28, 27:34, 20:23, 30:15 o.t. 14:8)

https://www.youtube.com/watch?v=ifH5T3b7f04

“კლივლენდი” – “ნიუ იორკი” 119:104 (34:33, 35:18, 18:28, 32:25)

https://www.youtube.com/watch?v=w1jMR732XdM

“ნიუ ორლეანი” - “ჰიუსტონი” 99:129 (28:30, 22:36, 17:34, 32:29)

https://www.youtube.com/watch?v=z2IX2sg8BlA

“გოლდენ სტეიტი” – “კლიპერსი” 123:113 (31:24, 18:37, 50:26, 24:26)

https://www.youtube.com/watch?v=klbUtjRfbA0

“საკრამენტო” – “დენვერი” 116:100 (29:26, 332:18, 26:26, 29:30)

https://www.youtube.com/watch?v=GUU0EX_-2YE

0.115807