ფეხბურთი

3:03 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი ევროპა ლიგას დაემშვიდობა, “ტოტენჰემი” შერცხვა, “არტემიო ფრანკიზე” – დრამა განვითარდა

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის ბოლო სათამაშო დღეს 13 შეხვედრა გაიმართა და მატჩების უმრავლესობა ძალიან საინტერესო გამოდგა.

სამწუხაროდ, გათამაშებას გამოეთიშა ვაკო ყაზაიშვილის “ლეგია”, რომელიც გავლაზე “აიაქსთან” დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო ერთადერთი ბურთი 49-ე წუთზე ვიერგევერმა გაიტანა – 1:0.

ნამდვილი საფეხბურთო დრამა განვითარდა "არტემიო ფრანკიზე". “ფიორენტინას” გასვლაზე “გლადბახისთვის” 1:0 ჰქონდა მოგებული და უპირობო ფავორიტად ითვლებოდა. “იებმა” ეს სტატუსი საწყისი ნახევარი საათის შემდეგ კიდევ უფრო გაიმყარეს, როდესაც კალინიჩის და ვალეროს გოლებით დაწინაურდნენ. გერმანელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 3 ბურთის გატანა მართებდათ.

ტაიმის ბოლო ლარს შტინდლიმ სხვაობა შეამცირა, ხოლო მეორე ნახევრის დაწყებიდან ათ წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ორმატჩიანი რაუნდის ბედი შემოატრიალა. ხუთ წუთში კი, კრისტიანსენმა მეოთხე ბურთიც შეაგდო და “არტემიო ფრანკიზე” სენსაცია დაფიქსირდა – 2:4.

“ტოტენჰემი” შინ “გენტს” დაუხვდა და როგორც ხშირად ხდება, ევროტურნირებზე ისევ შერცხვა. მასპინძლები დებიუტშივე კრისტიან ერიკსენმა დააწინაურა, თუმცა ათ წუთში ჰარი კეინიმ ავტოგოლი გაიტანა და “დეზების” მდგომარეობა დამძიმდა. ლონდონელთათვის სიტუაცია კიდევ უფრო მე-40 წუთზე გართულდა, როდესაც მოედნიდან დელე ალი გააძევეს. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა იბრძოლეს და 61-ე წუთზე ვანიამამ საკუთარი გუნდი დააწინაურა. “მამლებს” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 1 ბურთი სჭირდებოდათ, თუმცა ბოლოსკენ აქეთ გაუშვეს: წინა მატჩის მსგავსად გოლი პერბეტმა შეაგდო – 2:2.

სენსაცია დაფიქსირდა კვიპროსშიც, სადაც “აპოელმა” “ბილბაო” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა. ბასკების მსგავსად, გათამაშებას გამოეთიშა “ვილიარეალი”, რომელმაც წინა კვირაში განადგურების შემდეგ “რომა” “სტადიო ოლიმპიკოზე” მინიმალური სხვაობით დაამარცხა, თუმცა ეს მოგება რაღა თქმა უნდა არაფრის მომცემი გამოდგა.

ერთადერთი ესპანური კლუბი, რომელიც ევროპა ლიგაზე ასპარეზობას განაგრძობს “სელტაა”. გალისიელი შინ “შახტართან” დამარცხდნენ და გამოვარდნასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა 90-ე წუთზე იაგო ასპასმა პენალტიდან გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ერთადერთი ბურთი ფაკუნდო რონკალიამ შეაგდო და “სელტა” 1/8 ფინალში გავიდა – 0:2.

შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ძალიან ახლოს გახლდათ “ზენიტი”, რომელმაც “ანდერლეხტს” ორბურთიანი სხვაობა ამოუქაჩა და ბოლო წუთამდე 3:0-ს უგებდა, თუმცა ტელინის გოლმა რუსებს ყველაფერი წყალში ჩაუყარა – 3:1.

“ლიონმა” შინ “ალკმაარი” 7:1 გაანადგურა და ორი მატჩის ჯამში დამამცირებელი სხვაობით 11:2 მოუგო. “ოლიმპიაკოსმა” პირველი უგოლო მატჩის შემდგომ გასვლაზე “ოსმანლისპორი” გაანადგურა და ისიც შემდეგ ეტაპზეა.

“როსტოვმა”, “ბეშიქთაშმა”, “კოპენჰაგენმა” და “გენკმა” კი, პირველ მატჩებში მოპოვებული უპირატესობა არ გაფლანგეს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვეს.

ოსმანლისპორი – ოლიმპიაკოსი 0:3 (0:0) პირველი მატჩი 0:0

გოლები: 0:1, 0:3 ანსარიფარდი (47; 86), 0:2 ელიუნოუსი (70)

აიაქსი – ლეგია 1:0 (0:0) პირველი მატჩი 0:0

გოლი: ვიერგევერი (49)

აპოელი – ბილბაო 2:0 (1:0) პირველი მატჩი 2:3

გოლები: 1:0 სოტერიუ (46), 2:0 გიანიოტასი (54 პენ.)
გაძევებები: სოტერიუ (65 ა.), იტურასპე (90 ბ.)

რომა – ვილიარეალი 0:1 (0:1) პირველი მატჩი 4:0

გოლი: ბორე (15)
გაძევება: რუდიგერი (81 რ.)

ბეშიქთაში – ბირ შევა 2:1 (1:0) პირველი მატჩი 3:1

გოლები: 1:0 აბუბაქარი (17), 1:1 ნვაკემე (64), 2:1 ტოსუნი (87)

ზენიტი – ანდერლეხტი 3:1 (1:0) პირველი მატჩი 0:2

გოლები: 1:0, 3:0 ჟულიანო (24; 78), 2:0 ძიუბა (72), 3:1 ტელინი (90)

კოპენჰაგენი – ლუდოგორეცი 0:0 პირველი მატჩი 2:1

ფიორენტინა – გლადბახი 2:4 (2:1) პირველი მატჩი 1:0

გოლები: 1:0 კალინიჩი (16), 2:0 ვალერო (24), 2:1, 2:2, 2:3 შტინდლი (44 პენ; 47; 55), 2:4 კრისტიანსენი (60)

გენკი – ასტრა 1:0 (0:0) პირველი მატჩი 2:2

გოლი: პოზუელო (67)

ლიონი – ალკმაარი 7:1 (4:1) პირველი მატჩი 4:1

გოლები: 1:0, 3:1, 5:1 ფეკირი (5; 27; 78), 2:0 კორნე (17), 2:1 ლ.გარსია (26), 4:1 დარდერი (34), 6:1 ოუარი (87), 7:1 დიაკაბი (89)

სპარტა – როსტოვი 1:1 (0:1) პირველი მატჩი 0:4

გოლები: 0:1 პოლოზი (13), 1:1 კარავაევი (84)
გაძევება: ნ.კოსტა (67 ს.)

ტოტენჰემი – გენტი 2:2 (1:1) პირველი მატჩი 0:1

გოლები: 1:0 ერიკსენი (10), 1:1 კეინი (20 ს.კ.), 2:1 ვანიამა (61), 2:2 პერბეტი (82)
გაძევება: ალი (40 ტ.)

შახტარი – სელტა 0:1 (0:0) დ.დ. 0:2 პირველი მატჩი 1:0

გოლები: 0:1 ასპასი (90), 0:2 კაბრალი (108)

0.207337