“შანხაი შენხუას” 33 წლის თავდამსხმელს კარლოს ტევესს ნოსტალგია მოეძალა და სამშობლოში დაბრუნება სურს. “ბოკა ხუნიორსის” ექსფეხბურთელი მიმდინარე სეზონში გადაბარგდა ჩინეთში, თუმცა უკვე არგენტინაში დაბრუნება უნდა.
მიზეზი, რის გამოც ტევესს 38 მილიონიანი კონტრაქტის გაწყვეტა სურს, მთავარ მწვრთნელთან დაძაბული ურთიერთობაა.