ფეხბურთი

15:24 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” დე შილიო დაუბრუნდა

“მილანის” 24 წლის მცველი მატია დე შილიო მზად არის დაბრუნდეს გუნდის განკარგულებაში. როგორც “როსონერის” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ამბობს, იტალიელი “სასუოლოს” წინააღმდეგ უკვე ითამაშებს.

დე შილიომ ტერფის დაზიანება იანვრის ბოლოს “უდინეზესთან” დაპირისპირების დროს მიიღო და მას შემდეგ 4 თამაში გაუცდა “სამპდორიასთან”, “ბოლონიასთან”, “ლაციოსთან” და “ფიორენტინასთან”.

0.11688