ფეხბურთი

21:31 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელი შესაძლოა ნაკრებს დაუბრუნდეს

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა მარიო ბალოტელის დაბრუნებას არ გამორიცხავს. მისი თქმით 26 წლის თავდამსხმელის დაბრუნება გუნდისთვის სასარგებლო იქნებაო.

“ვაპირებ შევხვდე და დაველაპარაკო მარიოს, ჩვენ ყოველთვის ხაზზე ვართ და ერთმანეთს ტელეფონით ვუკავშირდებით. მჯერა, რომ მისი დაბრუნება გუნდისთვის სასარგებლო იქნება,” – განაცხადა ჯამპიერო ვენტურამ.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელის სანაკრებო დონეზე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია. იტალიის ნაკრებში კი ის 2010 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ - 38 მატჩში, 14 გოლი დაუგროვდა.

0.11827