ლოს ანჯელეს “კლიპერსის” გამთამაშებელმა კრის პოლმა კლუბთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, აღნიშნულ ინფორმაციაას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კრის პოლს ამ სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და ახალი შეთანხებით, რომელსაც რამდენიმე კვირაში მოეწერება ხელი, “კლიპერსში” კიდევ ხუთი წელი დარჩება, რაშიც კალათბურთელი 200 მილიონს ამერიკულ დოლარს მიიღებს.
მიმდინარე სეზონში კრის პოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 17.5 ქულას და 5.3 მოხსნას აკეთებს.