ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა ანტონიო კონტეს მიერ გაწვრთნილი გუნდის პროგრესით კმაყოფილია და TMW-ს ცნობით, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
უახლოეს პერიოდში იტალიელი სპეციალისტი ახალ კონტრაქტზე ხელმოწერას დასვამს. ძველი კონტრაქტის თანახმად, კონტეს „ჩელსიში“ 2019 წლამდე უნდა ემუშავა და ახლა ეს პერიოდი ერთი წლით გადაიწევს. ვარაუდობენ, რომ ახალი შეთანხმების თანახმად იტალიელის ანაზღაურებაც გაიზრდება.
ანტონიოს ხელმძღვანელობით „არისტოკრატებმა“ ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში 60 ქულა აიღეს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ.