ჩოგბურთი

12:52 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დოლგოპოლოვმა ბუენოს-აირესის ტურნირი მოიგო

მსოფლიო რეიტინგის 66-ე ნომერმა უკრაინელმა ალექსანდრ დოლგოპოლოვმა 2012 წლის შემდეგ ტურნირი პირველად მოიგო.

დოლგოპოლოვმა ბუენოს-აირესის ტურნირის ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი კეი ნიშიკორი 7:6, 6:4 დაამარცხა. დოლგოპოლოვი კარიერაში მესამე ტიტულს დაეუფლა, კეიმ კი ზედიზედ მეექვსე ფინალი წააგო.

უკრაინელმა ჩოგბურთელმა ამ გამარჯვებით 250 სარეიტინგო ქულა და 97 470 დოლარი დაისაკუთრა.

0.126395