18-19 თებერვალს, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ ჭაბუკებს შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ტატამზე 200-ზე მეტი ძიუდოისტი გავიდა და საპრიზო სამეულები რვა წონით კატეგორიაში შეივსო.
შიდა კონკურენციის შედეგებით ჭაბუკთა ახალი ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც გაზაფხულიდან საერთაშორისო ტურნირებში ჩაებმება.
ამ ასაკობრივ ჯგუფში სეზონის უმთავრესი შეჯიბრებები ზაფხულში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატს 30 ივნისიდან 2 ივლისამდე ლიტვა უმასპინძლებს. მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები კი 9-13 აგვისტოს ჩილეში გამოვლინდებიან.
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
ჭაბუკები
თბილისი
18-19 თებერვალი
50 კგ
1 გოგა ჩხაიძე
2 თორნიკე მარგველაშვილი
3 ლევან სარდალაშვილი
3 თემურ აბრამიშვილი
55 კგ
1 ლუკა კაპანაძე
2 ლაშა ვარძელაშვილი
3 ნოდარ ქურხული
3 ბექა წიფიანი
60 კგ
1 არმაზ არჩუაძე
2 გიორგი კაპანაძე
3 გაგა გიორგაშვილი
3 საბა კაპანაძე
66 კგ
1 გიორგი ჩიხელიძე
2 მიშიკო ნოზაძე
3 მიხეილ ბახბახაშვილი
3 გიორგი რევაზაშვილი
73 კგ
1 ლევან ფსუტური
2 ლაშა ბექაური
3 გოგა გოგაშვილი
3 ალექსი ხუბულური
81 კგ
1 გოჩა ღვაჩლიანი
2 ნიკა ხარაზიშვილი
3 ნიკა შერმაზანაშვილი
3 ილია სულამანიძე
90 კგ
1 მიხეილ ბექაური
2 ბაჩო ვარდიაშვილი
3 ლუკა რთველაძე
3 გიორგი კარიაული
+90 კგ
1 ალექსი სვიანაძე
2 ლევან ჭელიძე
3 გიორგი ბურჯალიანი
3 ილია საათაშვილი