კალათბურთი

20:06 | 18.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მგზავრებმა“ შანსი ვერ გამოიყენა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის მესამე ტური აუტსაიდერების, „ოლიმპის“ და „მგზავრების“ შეხვედრით დასრულდა.

ამ შეხვედრამდე ორივე გუნდს 19-19 ქულა ჰქონდათ და 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-7-მე-8 ადგილებს ინაწილებდნენ. მიმდინარე ჩემპიონატში „მგზავრები“ სულ აუტსაიდერი იყო, მაგრამ მესამე წრეში ზედიზედ მოგებული 2 შეხვედრის შემდეგ „ოლიმპს“ წამოეწია. დღეს კი მეშვიდე ადგილზე გასვლის შანსი მიეცა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა, 79:73 დამარცხდა და ისევ გამოკვეთილი აუტსაიდერია.

როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა დაძაბული გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ტაიმი „მგზავრებმა“ 1 ქულის სხვაობით 35:34 მოიგო. სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა მესამე მეოთხედი. მაშინ როცა პირველმა ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა მესამე მეოთხედში „ოლიმპი“ სრულ უპირატესობას დაეუფლა და დროის ეს მონაკვეთი 14 ქულის სხვაობით 26:12 მოიგო და წინ გასვლაც მოახერხა. მეოთხე მეოთხედში მართალია „მგზავრები“ გამოფხიზლდა, უპირატესობასაც დაუეფლა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, 79:73 გაიმარჯვა „ოლიმპმა“ და მეშვიდე ადგილი შეინარჩუნა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა „მგზავრების“ ამერიკელმა ლეგიონერმა კორი ალენმა დააგროვა. „ოლიმპს“ ყველაზე მეტი ქულა რეზო როგავამ მოუტანა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულაა.

მგზავრები - ოლიმპი 73:79 (22:19, 13:15, 12:26, 26:19)

1 დინამო 17 17 / 0 1513 / 1217 34
2 ქუთაისი 17 13 / 4 1356 / 1260 30
3 რუსთავი 17 10 / 7 1335 / 1339 27
4 კაკტუსი 17 7 / 10 1355 / 1439 24
5 სოხუმი 17 7 / 10 1419 / 1463 24
6 ბათუმი 17 6 / 11 1293 / 1335 23
7 ოლიმპი 17 5 / 12 1180 / 1263 22
8 მგზავრები 17 3 / 14 1241 / 1376 20

მესამე წრის მორიგი, მეოთხე ტური 22 თებერვალს დაიწყება და 24-ში დასრულდება.

0.124179