ლიტვურ საიტზე (www.15min.lt) ვალდას ივანაუსკასის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში გატარებულ პერიოდსაც ეხება. შეგახსენებთ, ივანაუსკასი 2013 წლის იანვრიდან ივნისამდე გორის "დილას"წვრთნიდა. სეზონის პირველ ნახევარში გიორგი დარასელია იყო გუნდის თავკაცი, ივანაუსკასი კი ზამთარში მივიდა მის ნაცვლად.
ივანაუსკასსინტერვიუში ჰკითხეს, სამწვრთნელო კარიერის პერიოდებიდან თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი იყოო.
ივანაუსკასმა ასე უპასუხა:
"რთულია თქმა, სხვადასხვა სიტუაციები იყო. შოტლანდია საფეხბურთო ქვეყანაა სავსე ტრიბუნებით, უდიდესი ინტერესით. საქართველოში ძალიან ძლიერი გუნდი მყავდა, რომელიც თბილისის "დინამოსაც" სჯობდა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ მოვიგეთ ჩემპიონატი".
"დილამ" მაშინდელი სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონი კი თბილისის "დინამო" გახდა. გადამწყვეტი გამოდგა ბოლოდან მეოთხე ტური, როცა გორელებმა შინ 0:1 წააგეს "დინამოსთან". მაშინ მიკელ ალვარომ ბოლო წუთებზე მშვენიერი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, დინამოელებმა 10 ქულით გაასწრეს "დილას".