ლევან მჭედლიძე რომის “ლაციოსთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს. როგორც იტალიური გამოცემები გვამცნობენ. აპენინური მედიის ინფორმაციით, ქართველი ფორვარდის მდგომარეობა უკეთესობისკენაა, მაგრამ ჯოვანი მარტუშიელო გარისკვას არ გეგმავს და შესაბამისად, დღეს ლევანს მოედანზე ვერ ვიხილავთ.
შეგახსენებთ, მჭედლიძეს ზურგის მცირე ტრავმის გამო, რომელიც ორი კვირის წინ “ტორინოსთან” მატჩში მიიღო, წინა ტურში “ინტერთან” შეხვედრაც გაუცდა.
26 წლის ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 12 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი და “ემპოლის” საუკეთესო ბომბარდირია.