სუპერლიგის მონაწილე ,,ოლიმპის’’ კალათბურთელებმა კახა ტომარაძემ და კრაიდონ ვუდსმა ტრავმები მოირჩინეს და ვარჯიშს შეუდგნენ. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელის ლეონიდ ივატინის თანაშემწე დავით როგავამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ვუდსს კუნთი ჰქონდა დაჭიმული, ხოლო ტომარაძე ტვინის შერყევის გამო ვერ ვარჯიშობდა.