ფეხბურთი

23:25 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მომო სისოკო იტალიაში დაბრუნდა

მალის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მოჰამედ სისოკო იტალიაში დაბრუნდა. როგორც სერია B-ს ბინადარ “ტერნანას” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება, 32 წლის სისოკო ხსენებულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. აფრიკელი იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.

მომო სისოკოს თავის დროზე საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა და ერთ დროს “ვალენსიას”, “ლივერპულისა” და “იუვენტუსის” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახლდათ.

გარდა ამისა, მომოს სხვადასხვა პერიოდში “ფიორენტინას”, პსჟ-სა და “ლევანტეში” გამოდიოდა. მისი ბოლო კლუბი კი, ინდური “პან სიტი” იყო.

სხვათა შორის, “ტერნანა” წელს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით გამოირჩა და სისკომდე კიდევ ორი გამოცდილი ფეხბურთელი არგენტინელი კრისტიან ლედესმა და რობერტ აკვაფრესკა დაიმატა.

0.126624