ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მეთოფეები" დატოვოს. როგორც გამოცდილმა ფრანგმა სპეციალსიტმა განაცხადა, გადაწყვეტილებას მარტის ან აპრილის თვეში მიიღებს.
"ჩემს მომავალზე მეტად კლუბის მომავალია მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილებას მარტში ან აპრილში მივიღებ. თუმცა, ერთი რამ ცხადია - "არსენალი" იქნება ეს თუ სხვა გუნდი, სამწვრთნელო კარიერას მომავალშიც გავაგრძელებ", - თქვა ვენგერმა.
შეგახსენებთ, არსენ ვენგერი "არსენალს" 20 წელზე მეტია რაც ავარჯშებს. მაგრამ, ბოლო პერიოდში ლონდონური გუნდი ღირებული ტიტულის მოგებას ვერაფრით ახერხებს და ბოლო დროს "მეთოფეთა" ქომაგები მისი გათავისუფლების მოთხოვნით საჯაროდ გამოდიან.
ყველაფრის პიკი, სამი დღის წინ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნთან" (1:5) განცდილი მარცხი აღმოჩნდა.