კალათბურთი

15:35 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტომასის რეკორდი

“ბოსტონის” ლიდერმა აიზეია ტომასმა “”ჩიკაგოსთან” (103:104) წაგებულ მატჩში 29 ქულა დააგროვა. ტომასი კლუბის ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ზედიზედ 41 შეხვედრის განმავლობაში 20 ან მეტი ქულა გააკეთა.

აქამდე კლუბის რეკორდი ჯონ ჰავლიჩეკს ეკუთვნოდა, რომელმაც 1971/72 წლების სეზონში ზედიზედ 40 თამაშში დააგროვა 20 ან მეტი ქულა.

0.118234