ფეხბურთი

11:04 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო: “მილანი” ჩემს გულშია”

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკო იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მომავალში არ გამორიცხავს, "მილანში" დაბრუნდეს, მწვრთნელის რანგში. გარდა ამისა, უკრაინელმა იტალიური გუნდების დღევანდელ მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი.

“ეჭვგარეშეა “იუვენტუსი” იტალიაში ყველაზე ძლიერია და ჭკვიანი მწვრთნელის ჰყავს ალეგრის სახით. თუმცა, ჩემი აზრით, საუკეთესო ფეხბურთს “ნაპოლი” თამაშობს. მაურიციო სარის ფილოსოფია ძალიან მიზიდავს – გუნდი ყოველთვის შეტევაზე ფიქრობს, სწრაფად და სახიფათოდ უტევს.

რაც შეეხება “მილანს”, ვფიქრობ, სწორ გზად ადგას – ვინჩენცო მონტელა დიდებული ფეხბურთელი იყო და მწვრთნელიც ასეთია. “ბოლონიასთან” 9 ფეხბურთელით გამარჯვება სწორედ მისი დამსახურება გახლდათ.

ჩემი დაბრუნება “მილანში”? – ამჟამად მხოლოდ უკრაინის ნაკრებზე ვფიქრობ, მაგრამ მომავალში ვნახოთ რა მოხდება – რაღა თქმა უნდა, “მილანი” ყოველთვის ჩემს გულშია”, - უთხრა შევჩენკომ Corriere Dello Sport-ს.

ანდრეი შევცენკო “მილანში” 1999-2006 და 2008-2009 წლებში თამაშობდა. ხსენებულ პერიოდში უკრაინელმა თითოჯერ მოიგო სერია ა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და საკონტინენთაშორისო თასი. შავ-წითელი მაისურით კი, 322 მატჩში 175 გოლი გაიტანა.

0.113849