კალათბურთი

20:05 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლავის ნაცვლად კარმელო

“ყველა ვარსკვლავის” მატჩზე აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდში კევინ ლავი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. მის ადგილს “ნიუ იორკის” ლიდერი კარმელო ენტონი დაიკავებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

კარმელო კარიერაში “ოლ სტარზე” მეათეჯერ ითამაშებს.

“ყველა ვარსკვლავის” მატჩი 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება.

0.115855