მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს შესაძლოა ერთდროულად სამმა-ოთხმა ქვეყანამ უმასპინძლოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას 32-ის ნაცვლად 48 გუნდი მიიღებს. ახალი ფორმატის თანახმად, ნაკრებები 16 სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან.
რაც შეეხება თითოეული კონფედერაციიდან გუნდების რაოდენობას: ევროპა - 16, აფრიკა - 9 ან 10, აზია - 8 ან 9, სამხრეთ ამერიკა - 6 ან 7, ჩრდილოეთ ამერიკა - 6 ან 7, ოკეანეთი - 1.